თბილისში, დაისის ქუჩაზე კაცი დაჭრეს. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინიშტროში დაუდასტურეს.
არსებული ინფორმაციით, კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.