ბოლნისის ტრაგედია — დედამ 7 წლის ვაჟი მოკლა, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა
ბოლნისის სოფელ ხახალაჯვარში ტრაგედია დატრიალდა: 42 წლის სვეტლანა ახმადოვამ 7 წლის ვაჟი ფარუხ ახმედოვი მოკლა, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა. ის თავს დანით ეჭრა, თუმცა ექიმებმა გადარჩენა შეძლეს.
მეზობლების ცნობით, ბავშვი მაკრატლით მოკლა, შემდეგ კი სამზარეულოს დანით სცადა თვითმკვლელობა. სახლში, ფარუხის გარდა, სხვა მცირეწლოვანი შვილებიც იმყოფებოდნენ.
„ერთ-ერთი ადგილობრივი ამბობს: „გუშინ ღამე გავიგეთ, რომ ჩვენმა მეზობელმა, სვეტლანამ, მაკრატლით შვილი მოკლა. სახლში, მოკლული ბავშვის გარდა, სხვა მცირეწლოვანი შვილები ყოფილა. სამზარეულოდან მაკრატელი აიღო და 7 წლის ფარუხის გულში ჩაარტყა.”
სოფელ „გეტას” სასამართლო სკოლის დირექტორი ბავშვს ახასიათებს: „ძალიან საყვარელი ბავშვი იყო ფარუხი. ჩვენი სკოლის მოსწავლე იყო, მეზობელი სოფლიდან — ორი კილომეტრის მოშორებით ცხოვრობდა. მის დედას ვიცნობდით. არაფერი საეჭვო შეგვიმჩნევია. სხვანაირად ვერ ვხსნით — შესაძლოა ფსიქიკური მდგომარეობა იყოს მიზეზი.”
ინციდენტის შემდეგ ოჯახმა მომხდარის დამალვა სცადა, თუმცა ინფორმაცია სწრაფად გახდა ცნობილი. შსს-ს ცნობით, გამოძიება 109-ე მუხლით — დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაზე — დაიწყო. სვეტლანა ახმადოვა აზერბაიჯანის მოქალაქეა, ბავშვის მამა კი ქართველია.