← მთავარი
სამართალი

„არანორმალურობის ფარგლებს გაცდა” — ეკა ხოფერია ნანუკა ჟორჟოლიანის 3-დღიან პატიმრობას ეხმაურება

19 მაისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
„არანორმალურობის ფარგლებს გაცდა” — ეკა ხოფერია ნანუკა ჟორჟოლიანის 3-დღიან პატიმრობას ეხმაურება

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეწამყვანსა და „ნანუკას ფონდის” დამფუძნებელს, ნანუკა ჟორჟოლიანს, 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. დაკავება სასამართლო დარბაზშივე მოხდა.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა ყოფილმა მინისტრმა, ჟურნალ „სიტის” რედაქტორმა ეკა ხოფერიამ: „საქმე არც მხოლოდ ნანუკაშია, არც ბუკა პეტრიაშვილში და არც იმაში, ვინმეს პირადად ვიცნობთ თუ არა. საქმე ისაა, რომ არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი, რბილად რომ ვთქვათ.”

შინაგან საქმეთა სამინისტრო ჟორჟოლიანს 2025 წლის დეკემბრის თვეში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილის დარღვევას ედავება — ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილების ხელოვნური შეფერხება. ეს მუხლი 2-დან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.

← მთავარი