სამართალი
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე: ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეში სასამართლომ განაჩენი გამოიტანა. დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ხოლო ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე პატიმრობა დაეკისრა.
ბრალდება ჩიქოვანს ითხოვდა 13 წელს, ნასყიდაშვილს — 7 წელს. სასამართლომ ორივეს სასჯელი სრულწლოვანებამდელ პირთა სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი ნორმით — მეოთხედით — შეამცირა, ვინაიდან დანაშაული ჩადენის მომენტისათვის ორივე არასრულწლოვანი იყო.
ბრალი ორივეს წარუდგინეს ჯგუფური განზრახვით ჩადენილ მძიმე ხარისხის განზრახ სხეულის დაზიანებაში, რამაც სიკვდილი გამოიწვია, ასევე — დანაშაულის შეუტყობინებლობაში.