← მთავარი
სამართალი

მასშტაბური სპეცოპერაცია ავსტრალიაში - პოლიციამ რეკორდული, 2.7 ტონა კოკაინი ამოიღო

22 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
მასშტაბური სპეცოპერაცია ავსტრალიაში - პოლიციამ რეკორდული, 2.7 ტონა კოკაინი ამოიღო

ავსტრალიის პოლიციამ სიდნეის დასავლეთ ნაწილში მდებარე მიწისქვეშა ბუნკერების სისტემიდან 2.7 ტონა კოკაინი ამოიღო - სამართალდამცავების განცხადებით, ეს ქვეყნის ისტორიაში ერთჯერადად ამოღებული კოკაინის ყველაზე დიდი რაოდენობაა.

ნარკოტიკი, რომლის სავარაუდო საბაზრო ღირებულება 816 მილიონ ავსტრალიურ დოლარს აღწევს, ლონდონდერის რაიონში მდებარე ერთ-ერთ ობიექტზე, იატაკის ქვეშ მოწყობილ საიდუმლო სათავსოებში იყო დამალული.

ოპერაციის დროს პოლიციამ 21 და 25 წლის მამაკაცი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, მათ შემთხვევის ადგილიდან გაქცევა სცადეს. დაკავებულებს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო იმპორტისა და შენახვის საქმეზე წაუყენეს. სასამართლომ მათ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ხოლო დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში უვადო პატიმრობა ემუქრებათ. პოლიციის ინფორმაციით, კოკაინი ავსტრალიაში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის დაკვეთით, ჩრდილოეთ კუინზლენდის პატარა ქალაქ მიჯ-პოინტის გავლით, კონტრაბანდულად შეიტანეს. წყარო

← მთავარი