← მთავარი
სამართალი

სისტემური დანაშაულია, შექმნილია დაუსჯელობის განცდა - „ლელო“ პოლიციელების ძალადობაზე

13 ივნისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
სისტემური დანაშაულია, შექმნილია დაუსჯელობის განცდა - „ლელო“ პოლიციელების ძალადობაზე

შსს-მ განაცხადა, რომ ეს 2022 წლის საქმეა, რაც 2026 წელს გამოვლინდა და 2026 წლის თებერვალში სამი პოლიციელი დააკავეს.„კატეგორიულად მოვითხოვთ ყველა იმ პასუხისმგებელი პირის უმკაცრესად დასჯას, [რომლებიც] სასურველი ჩვენების მიღების მიზნით, რეალურად აწამებენ საქართველოს მოქალაქეებს, ახალგაზრდა პირებს“, - განაცხადა 13 ივნისს პარტიის გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ „ლელოს“ სახელით.„საქართველოში ძალოვანი უწყებები ივანიშვილის პირობებში იქცა რეპრესიის, ძალადობის, დევნის და უკანონობის სისტემურ სივრცედ“, - თქვა მან.მისი თქმით, „არსებობს სავარაუდოდ ათასობით სხვა შემთხვევა, რომლის დროსაც ვერ შეძლეს საქართველოს მოქალაქეებმა მტკიცებულების მოპოვება“.

„დაუსჯელობის განცხად“„უნდა დაისაჯოს ყველა პირი, მათ შორის ხელმძღვანელი პირები, რომლებიც არიან თანამონაწილეები ამ დანაშაულის, რადგან ერთი, მათ საპოლიციო სისტემაში შექმნეს დაუსჯელობის განცდა და მეორე, შეუძლებელია ვინმემ დაარწმუნოს საქართველოს მოქალაქე ან ჩვენ, რომ მსგავსი დამოკიდებულება არის ერთჯერადი“, - განაცხადა კუპრაძემ 13 ივნისს გამართულ ბრიფინგზე.„სინამდვილეში, ეს არის სისტემური დანაშაული, რომელიც შექმნა ივანიშვილმა, მისმა დაუსჯელობამ თბილისში, ქობულეთში, ქუთაისში, გორში, სამტრედიაში, რასაც მოჰყვა თვითმკვლელობის კასკადები“, - განაცხადა პოლიტიკოსმა.

ასევე ნახეთ

წამების პრევენცია შეუძლებელია დაუსჯელობასთან ბრძოლის გარეშე - ომბუდსმენი გმობს პოლიციელთა ძალადობას

მან მოუწოდა საზოგადოებას, საღამოს 7 საათზე შეუერთდნენ საპროტესტო აქციას, რომელიც რუსთაველის გამზირზე დაიწყება (აქცია 2024 წლის 28 ნოემბერს დაწყებული უწყვეტი დემონსტრაციების ნაწილია).„2022 წელს მოხდა ეს ფაქტი, 4 წლის განმავლობაში სისტემაში იყვნენ ჩარჩენილები ის პოლიციელები, სარგებლობდნენ სახელმწიფოს მანდატით და სავარაუდოდ კიდევ მრავალგზის იძალადეს საქართველოს მოქალაქეებზე“, - განაცხადა კუპრაძემ.რას ამბობს შსსშსს-ს განცხადებით, ეს დანაშაული 2026 წლის თებერვალში გამოავლინა შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ, „საიდანაც გადაგზავნილი მასალების საფუძველზე დაიწყო გამოძიება“.უწყების თანახმად, 2026 წლის 23 თებერვალს პროკურატურამ სამივე პოლიციელი დააკავა.პროკურატურაში კი განაცხადეს, რომ „საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ დანაშაულს და დანაშაულის ჩამდენი სამივე პოლიციელი დაკავებულია“.

ასევე ნახეთ

კადრების გაჟონვა ნიშნავს, რეჟიმს დიდი დღე არ დარჩენია - ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პოლიციის ძალადობის კადრებზე

ორივე უწყებამ პრეტენზია გამოხატა ტელეკომპანიის მიმართ, რომ ეს ინფორმაცია, - რაც, მათი თქმით, ტელეარხს მიაწოდეს, გადაცემის ანონსში არ ჩაუსვამთ.განცხადებაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ რატომ დასჭირდა პოლიციელთა ძალადობის გამოვლენას ოთხ წლამდე დრო; არაფერია ნათქვამი ანონსში ნათქვამ არც სხვა დეტალებზე.გადაცემა და, შესაბამისად, სიუჟეტი შაბათს, 13 ივნისს, 20:00 საათზე გავა „ტვ პირველის“ ეთერში.

ასევე ნახეთ

„ცემა პოლიციის განყოფილებაში სადისტური წესებით“ - „ტვ პირველი“ ანონსს აქვეყნებს, შსს და პროკურატურა ეხმაურებიან

რა ირკვევა ანონსიდანნოდარ მელაძემ 12 ივნისს 22:50 საათზე გამოაქვეყნა თავისი საავტორო გადაცემის, „ნოდარ მელაძის შაბათის“ 13 ივნისის გამოშვების ანონსი.დაახლოებით 2-წუთიან ანონსში ჩანს ახალგაზრდებზე პოლიციის უნიფორმაში გამოწყობილ პოლიციელთა მიერ გამეტებით ცემა.ჟურნალისტის ცნობით, კადრებში ასახული ძალადობა ემსახურებოდა შსს-ს თანამშრომელთა მიერ სასურველი ჩვენების მოპოვებას.ვიდეოში ისმის, როგორც ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე: „არაფერი არ ვიცი“, რის შემდეგაც პოლიციელი თავში ურტყამს ხელს, ასევე, თმაზე ძლიერად ქაჩავს.ჩანს, როგორ ურტყამენ წიხლებსა და მუშტებს განყოფილებაში გადაყვანილ მოქალაქეებს.„ტვ პირველის“ თანახმად, კადრებს პოლიციელები იღებდნენ.

ასევე ნახეთ

10 კითხვა პოლიციელთა ძალადობასა და 3.5 წლის შემდეგ დაკავებაზე

← მთავარი