სამართალი
ნანუკა ჟორჟოლიანი სამდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდა
ტელეწამყვანი და „ნანუკას ფონდის” დამფუძნებელი ნანუკა ჟორჟოლიანი იზოლატორი დატოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟორჟოლიანს სამდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა 19 მაისს განუსაზღვრა. დაკავება სასამართლო დარბაზში, განჩინების გამოტანის დასრულების შემდეგვე, განხორციელდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ჟორჟოლიანს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე-პრიმა მუხლის პირველი ნაწილის დარღვევას ედავებოდა — ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილების ხელოვნური შეფერხება, რაც 2-დან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს. ბრალდება 2025 წლის დეკემბრის საპროტესტო აქციებზე მომხდარ ინციდენტს ეხება.