← მთავარი
სამართალი

ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს ჰესების ლობისტი თავს დაესხა — სახე დაუზიანდა

10 მაისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს ჰესების ლობისტი თავს დაესხა — სახე დაუზიანდა

ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი ეთერიდან გამოსვლისთანავე ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი გახდა. მთივლიშვილი „ფეისბუქზე” წერს, რომ სახე დაუზიანდა.

„ეთერიდან გამოსვლისთანავე თავს დამესხა ჰესების ლობისტი, „ქართული ოცნების” მოძველებული ელემენტი მარგებაძე. სახე მაქვს დაზიანებული. მივედი პოლიციაში. პასუხს აგებს!” — წერს ჟურნალისტი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმის გარემოებებს განმარტავს. დეტალები ცნობილი გახდება.

← მთავარი