← მთავარი
სამართალი

ოკუპირებულ გალში საქართველოს მოქალაქეს „საზღვრის უკანონო კვეთის” ბრალდებით ერთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს

20 მაისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
ოკუპირებულ გალში საქართველოს მოქალაქეს „საზღვრის უკანონო კვეთის” ბრალდებით ერთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ოკუპირებულ გალში საქართველოს მოქალაქე გიორგი ცატავა ერთი წლის პატიმრობით დასაჯეს — ე.წ. „საზღვრის უკანონო კვეთის” ბრალდებით. განაჩენი 19 მაისს გამოუტანეს.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პროკურატურის განცხადებით, ცატავამ 2025 წლის 12 აგვისტოს „უკანონოდ გადაკვეთა” საოკუპაციო ხაზი მდინარე ენგურთან. 2026 წლის 15 აპრილს გალის „შინაგან საქმეთა” სტრუქტურებმა იგი დააკავეს და იმავე დღეს დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

რადიო თავისუფლება ამ მოვლენის შესახებ დეტალების გასაგებად საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს (სუს) მიმართა. პასუხი, მისი მიღების შემთხვევაში, გამოქვეყნდება.

სუს-ის 2025 წლის ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის განმავლობაში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით საქართველოს 34 მოქალაქე დააკავეს, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით კი — 40. წლის ბოლოს უკანონო პატიმრობაში სულ 15 საქართველოს მოქალაქე იყო.

← მთავარი