← მთავარი
სამართალი

ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვის წინასწარი პატიმრობა ძალაში დატოვა

22 ივნისი, 2026 · წყარო: on.ge
ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვის წინასწარი პატიმრობა ძალაში დატოვა

ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის წინასწარი პატიმრობა, ძალაში დატოვა. სადიგოვი დეპორტაციიდან ორ თვეზე მეტი ხნის შემდეგ დააკავეს და ამჟამად აზერბაიჯანში ძველ სისხლის სამართლის საქმეზე სამართლებრივ დავას აწარმოებს. ინფორმაციას OC media ავრცელებს. საქართველოდან ექსტრადირების შემდეგ, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დააპატიმრეს ჟურნალისტის მეუღლემ, სევინჩ სადიგოვამ, თავისი ქმრის საქმეზე დაწერა, რომ მისი სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო პირველი ინსტანციის განჩინება პატიმრობის შესახებ ძალაში დარჩა. სადიგოვამ განაცხადა, რომ მას არ გაჰკვირვებია ეს გადაწყვეტილება, რომელიც “[აზერბაიჯანის პრეზიდენტ] ილჰამ ალიევის მიერ მართულ სისტემაში” მიიღეს. სადიგოვი 8 ივნისს, ბაქოდან დაახლოებით 200 კილომეტრში მდებარე ჯალილაბადში, ნიღბიანმა პირებმა დააკავეს. მას წინასწარი პატიმრობა იმავე დღეს შეუფარდეს, დაკავება კი აპრილში მის საქართველოდან დეპორტაციას მოჰყვა. აზერბაიჯანის ხელისუფლება სადიგოვს სახელმწიფო მოხელისთვის ფულის გამოძალვაში ადანაშაულებს აზერბაიჯანმა მანამდე საქართველოს სადიგოვის ექსტრადიცია სთხოვა, რის გამოც ქართველმა სამართალდამცავებმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი 2024 წლის აგვისტოში დააკავეს და საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდეს. თუმცა, 2025 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) გამოსცა დროებითი ღონისძიება, რომლითაც დაბლოკა მისი ექსტრადიცია საქმის არსებით განხილვამდე. შედეგად, სადიგოვი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. საბოლოოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოში გვიან ღამით გამართული სხდომის შემდეგ, აფგანის აზერბაიჯანში დეპორტაცია განხორციელდა. თბილისში ყოფნისას სადიგოვი აგრძელებდა როგორც აზერბაიჯანის, ისე საქართველოს ხელისუფლების მკაცრ კრიტიკას და ხშირად ესწრებოდა დედაქალაქში გამართულ ანტისამთავრობო აქციებს. იმ ორთვიანი პერიოდის განმავლობაში, როდესაც ის აზერბაიჯანში თავისუფალი იყო, სადიგოვმა მოახერხა საზღვარგარეთის პასპორტის აღება, თუმცა მან განაცხადა, რომ ქვეყნიდან გასვლისა და ოჯახთან გაერთიანების უფლებას მაინც არ აძლევდნენ. აფგან სადიგოვმა საერთაშორისო პასპორტი მიიღო მეუღლის ცნობით, საქართველოდან გაძევებული აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დააკავეს ომბუდსმენი აცხადებს, რომ აფგან სადიგოვის საკითხი საჭიროებს სამართლებრივ შესწავლას საია: აფგან სადიგოვის გაძევება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და საქართველოს კანონმდებლობის მძიმე დარღვევაა რატომ დააკავეს და რატომ აძევებენ ქვეყნიდან აფგან სადიგოვს?

← მთავარი