კახეთში 14 წლის გოგო მამას სექსუალური ძალადობის ბრალს სდებს
კახეთში ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 35 წლის კაცს, რომელსაც სხვისი ნივთის დაზიანებაც ედება ბრალად, საკუთარი 14 წლის ქალიშვილი სექსუალური ძალადობაში ადანაშაულებს. ინფორმაციას „მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ბრალდების ზუსტი კვალიფიკაციის დასადგენად არასრულწლოვანი გოგონა ექსპერტიზაზე გადაიყვანეს.
მოზარდი ამბობს, რომ ბიოლოგიური მამა მას ექვსი წელია ძალადობს და კონკრეტული ფაქტებიც დაასახელა. საქმე გახმაურდა მას შემდეგ, რაც კაცი ცოლზე ძალადობისა და მისი ტანსაცმლის დაწვის გამო დააკავეს — სწორედ ქალმა მიაწოდა სამართალდამცავებს ინფორმაცია, სანამ ქმარი ნათესავთან სტუმრად მყოფ შვილს ძალდატანებით დაბრუნებით ემუქრებოდა.
14 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის სასჯელს ამჟამად უკვე სხვა პირი — მამის ნათესავი კაცი — იხდის. მამის წინააღმდეგ წარსულში ყოფილა მსგავსი ბრალდება, თუმცა კონკრეტული დანაშაული ვერ დადასტურდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მოზარდმა სიტუაციის შესახებ დედასა და ბებიას უამბო; ოჯახი ფაქტის დასადასტურებლად სოფელში მოწმეთა გამოკითხვას ითხოვს. მამაკაცი ამჟამად წინასწარი პატიმრობის იზოლატორშია. სავარაუდო სექსუალური ძალადობის ეპიზოდის გამოძიება გრძელდება; საქმეში ჩართულია ფსიქოლოგი და სოციალური მუშაკი, ასევე განიხილება ბავშვის სპეციალიზებულ სერვისში გადაყვანის საკითხი.