← მთავარი
სამართალი

გორში პოლიციელების ძალადობის საქმეზე პროკურატურამ 6 პირი დააკავა

28 მაისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
გორში პოლიციელების ძალადობის საქმეზე პროკურატურამ 6 პირი დააკავა

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააოლქო პროკურატურამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან კოორდინაციით, 28 მაისს 6 პირი დააკავა გორში ძალადობრივი ქმედების გამო.

გამოძიებით დადგინდა, რომ 27 მაისს, ქალაქ გორში, ბრალდებულებმა პირის დაკავებისას ძალადობით გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას. განხორციელებული ძალადობის შედეგად მსხვერპლს არსებითად დაუირღვა უფლებები და დაეზიანა ჯანმრთელობა.

ბრალდებულებს ბრალი წარუდგინეს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით — „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით”. ეს მუხლი ითვალისწინებს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

პროკურატურამ განაცხადა, რომ „მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე” საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.

← მთავარი