ყალბი Facebook-ით არასრულწლოვნებს სექსუალური შინაარსის გაგზავნას აიძულებდა — ერთი პირი დააკავეს
საქართველოს პროკურატურამ 10 ივნისს გამოაცხადა, რომ პირადი ცხოვრების ხელყოფის, 14 წელს მიუღწეველთა მიმართ გარყვნილი ქმედებისა და არასრულწლოვნებზე სექსუალური ქმედების იძულების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული Facebook-ის ყალბი ანგარიშებით არასრულწლოვნებს — მათ შორის 14 წელს მიუღწეველ ბავშვებს — ნდობას უმყარებდა, სექსუალური შინაარსის კომუნიკაციას აგრძელებდა და შესაბამის ვიდეოებს უგზავნიდა. შემდეგ კი, სახელის გამტეხი ინფორმაციის გავრცელების მუქარით, მათ ინტიმური ხასიათის ფოტო-ვიდეოების გადაღებასა და გაგზავნას აიძულებდა.
ბრალდება წარდგენილია სამი მუხლით: პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება (157-ე მუხლი), 14 წელს მიუღწეველის მიმართ გარყვნილი ქმედება (141-ე მუხლი) და არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების იძულება (139-ე მუხლი). სასჯელი 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა სასამართლოს პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.