← მთავარი
სამართალი

საფრანგეთში 6 ქართველს პატიმრობა მიუსაჯეს „ოპერაცია პუშკინის“ საქმეზე

13 ივნისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
საფრანგეთში 6 ქართველს პატიმრობა მიუსაჯეს „ოპერაცია პუშკინის“ საქმეზე

ექვსი ადამიანიდან ორს განაჩენი დაუსწრებლად მიუსაჯეს. დანარჩენები სასამართლოს წინაშე წარდგნენ.ინფორმაცია 13 ივნისს გაავრცელმა ცნობილმა ფრანგულმა გამოცემამ, Le Monde-მ.განაჩენის თანახმად, ქურდებმა მილიონობით დოლარის ღირებულების იშვიათი რუსული კლასიკური ნაწარმოებები მოიპარეს, მათ შორის მე-19 საუკუნის გამორჩეული რუსი მწერლების, ალექსანდრე პუშკინის, ნიკოლაი გოგოლისა და მიხაილ ლერმონტოვის ნაწარმოებები.ექვსი ბრალდებული - ხუთი კაცი და ერთი ქალი - წუხელ დამნაშავედ ცნეს დანაშაულის განზრახ ჩადენაში.ყველაზე ხანგრძლივი განაჩენი გამოუტანეს 50 წლის მიხეილ ზამთარაძეს, - მას 7 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.ერთ-ერთს, 49 წლის ბექა ცირეკიძეს 4 წლით პატიმრობა მიესაჯა.ორივე მათგანი უკვე დაკავებული იყო სხვა ქვეყნებში ანალოგიური დანაშაულისთვის - ისინი საფრანგეთს დროებით გადასცეს სასამართლოში მონაწილეობისთვის.

ასევე ნახეთ

პარიზის სასამართლოს წინაშე წარდგება 7 ქართველი - მათ ბრალად ედებათ რუსული წიგნების ქურდობა ევროპაში

ქართველი წიგნის ქურდების მიერ ევროპული ბიბლიოთეკების ძარცვის ამბავმა დასავლური მედიის ყურადღება 2024 წელს მიიპყრო - თავად წიგნის ქურდობები 2022 წლიდან იწყება.გამოძიების მასალების მიხედვით, მოპარულია რამდენიმე მილიონის ღირებულების რარიტეტული გამოცემები, მათგან მხოლოდ რამდენიმეა ნაპოვნი.საფრანგეთი წიგნის ქურდობის საქმეს რამდენიმე წელი იძიებდა - გამოძიების ვერსიით, მუშაობდა „ორგანიზებული, დანაშაულებრივი ჯგუფი“;რარიტეტული წიგნების ქუდების სამიზნე საფრანგეთში გახდა ლიონის ბიბლიოთეკა, პარიზის ეროვნული ბიბლიოთეკა და ენებისა და ცივილიზაციების უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა პარიზში.

ასევე ნახეთ

„ოპერაცია პუშკინი“ - როგორ იპარავდნენ უნიკალურ რუსულ წიგნებს ქართველები ევროპაში

← მთავარი