ოკუპირებულ აფხაზეთში ნათია ბახტაძის მკვლელს 7,5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ტყვარჩელის რაიონულმა სასამართლომ 38 წლის გალელი მამაკაცი, აინარ წვიჟბა, ნათია ბახტაძის განზრახ მკვლელობაში მსჯავრდა და სასჯელის სახით 7,5-წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში.
გამოძიების ვერსიით, 2023 წლის 28 ივლისს, ქ. გალში, წვიჟბამ კონფლიქტის გამო Lexus GX 470-ში მყოფ 28 წლის ნათია ბახტაძეს თავის არეში სასიკვდილო დარტყმა მიაყენა. შემდეგ მან ქალის ცხედარი ვარდნილ HES-3-თან მიიტანა და ენგურის მდინარეში გადაყარა. ჩატარებული სამძებრო სამუშაოების მიუხედავად, ცხედარი ვერ მოიძიეს.
სისხლის სამართლის საქმე გალის პროკურატურამ დაკარგული გოგონას დედის მიმართვის საფუძველზე აღძრა. ბრალდებულმა ბრალი აღიარა.
სასამართლომ ასევე ნაწილობრივ დაკმაყოფილა დაზარალებული მხარის სამოქალაქო სარჩელი მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებაზე. ოჯახი განაჩენს „შეუფერებლად” და „არასათანადო სასჯელად” მიიჩნევს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით.