ბებია, რომელიც შვილიშვილზე ძალადობისთვის დააკავეს, TikTok-ზე კვლავ ბავშვს ეჩხუბება — გამოძიება დაიწყო
სოციალურ ქსელში 7 ივნისს გავრცელდა ვიდეო, სადაც ქუთაისელი ბებია მცირეწლოვან შვილიშვილს ეჩხუბება, ბავშვი კი ტირის. სწორედ ეს ქალია, რომელიც 2025 წლის 1 სექტემბერს TikTok-ლაივში 2 წლამდე შვილიშვილის ცემის გამო დააკავეს — ქუთაისის სასამართლომ მაშინ მას პატიმრობა შეუფარდა, თუმცა გათავისუფლების ზუსტი თარიღი უცნობია.
ვიდეო გავრცელდა, ბავშვი კი სოციალური სამსახურის წარმომადგენლებმა წაიყვანეს. Ambebi.ge-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალ ვიდეოსთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო — სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით, რომელიც ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას ეხება.
2025 წლის სექტემბერში ბებიას ბრალი წაეყენა სსსკ 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით — ოჯახური ძალადობა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით, ასაკის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, არასრულწლოვნის მიმართ. ამ მუხლი ითვალისწინებს 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
„ეს ბებია ხო გახსოვთ? ქუთაისის პოლიციამ დააკავა, სასამართლომ კი მინიმალური სასჯელი მიუსაჯა. დღეს ისევ ლაივშია, ისევ ბავშვით ხელში,” — წერდა სოციალური ქსელში აქტივისტი ბექა კვაჭანტირაძე ვიდეოს გამოქვეყნებასთან ერთად.