სამართალი
სეს-მა ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი ამოიღო — „როიალ ფიში” დაჯარიმდა
სახელმწიფო ეკონომიკური ინსპექციის სურსათის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, აჭარის ინსპექტორებთან ერთად, ბათუმში თევზისა და თევზპროდუქტების გადამამუშავებელ საწარმო „როიალ ფიშ ბათუმი” (ნ. ჯაყელის ქ. №18) დაუგეგმავად შეამოწმეს და 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი აღმოაჩინეს.
შემოწმებისას კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა: საწარმო რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდა.
კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა. საწარმოო პროცესი შეუჩერდა, ვადაგასული სურსათი კი შემდგომი განადგურების მიზნით დაილუქა.