შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფოთში ერთი პირი დააკავა — მას ბრალდება ფოთის რკინიგზის სადგურზე მატარებლის ვაგონის ავზიდან 3 000-მდე ლიტრი საწვავის ქურდობა ფარულად ჩამონტაჟებული მილის საშუალებით.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ბრალდებული დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის მუხლით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ვაგონს ფარულად ჩამონტაჟებული მილის საშუალებით ეუფლებოდა საწვავს.
ნაქურდალი საწვავი ნივთმტკიცებად ამოიღეს. სამართალდამცავები დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენასა და დაკავებაზე მუშაობას განაგრძობენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.