ნანუკა ჟორჟოლიანს ტროტუარზე დგომისთვის 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
მოსამართლე დავით მაკარიძემ ჟურნალისტსა და „ნანუკას ფონდის” დამფუძნებელს, ნანუკა ჟორჟოლიანს, 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო დარბაზშივე დაკავება მისი შვილის, მარიამ გეგუჩაძის ცნობით, გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე მოხდა.
ბრალდება 2025 წლის 16 დეკემბრის საპროტესტო აქციაში „ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნური გადაკეტვის” ფაქტს ეხება. სასამართლო პროცესზე ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ მაშინ, 16 დეკემბერს, კანონდარღვევის ზონა ჯერ კიდევ განუსაზღვრელი იყო.
„საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი მოვიდა და მითხრა, რომ დადგინდებოდა უახლოეს დღეებში ის ტერიტორია, სადაც დგომა ჩაითვლებოდა კანონდარღვევად, და ჩვენთვის გახდებოდა ცნობილი”, — განაცხადა ჟორჟოლიანმა სასამართლოში. სხვა სიტყვებით — ის ამ კანონს პოლიციის ხელმძღვანელისგანვე ჰქონდა მოსმენილი, რომ კიდევ ამოქმედდებოდა.