← მთავარი
სამართალი

სროლა ვაშლიჯვარში - დაჭრილია 2 ადამიანი

5 ივლისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
სროლა ვაშლიჯვარში - დაჭრილია 2 ადამიანი

თბილისში, ვაშლიჯვარში მომხდარი ფაქტის შედეგად დაჭრილია ორი პირი, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ინფორმაციით, დაჭრილები კლინიკაში არიან გადაყვანილი და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

← მთავარი