← მთავარი
სამართალი

კაცმა მეზობელი, 15 წლის ბიჭი დანით დაჭრა

10 ივლისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
კაცმა მეზობელი, 15 წლის ბიჭი დანით დაჭრა

„TV პირველის“ ინფორმაციით, 15 წლის ბიჭს დანით რამდენიმე დაზიანება აქვს მიყენებული. არხის ცნობით, გუშინ, 9 ივლისს, დანაშაულში ეჭვმიტანილი 26 წლის კაცი ეზოში მყოფი ბავშვების ხმაურმა გააღიზიანა, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ერთ-ერთი მათგანი დაჭრა.

მოზარდი კლინიკაში გადაიყვანეს. მიღებული დაზიანებების გამო მას სამედიცინო დახმარების გაწევა დასჭირდა.

პოლიციამ კაცი მალევე დააკავა. მას 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება - საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის მე-3 ნაწილით (არასრულწლოვანისთვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენება).

← მთავარი