სამართალი
პროკურატურა: რომეო მიქუტაძის საპროცესო შეთანხმებისთვის დანაშაულის აღიარება და ზიანის ანაზღაურება სჭირდება
პროკურატურის განცხადებით, რომეო მიქუტაძის საქმეში საპროცესო შეთანხმება ჯერ არ გაფორმებულა.
„საპროცესო შეთანხმება რომ გაფორმდეს, მან უნდა აღიაროს ჩადენილი დანაშაული, ზიანი აანაზღაუროს,” — განაცხადა პროკურორმა.
„ამ ეტაპზე, რაიმე სიახლე არ არის,” — დასძინა პროკურატურის წარმომადგენელმა.
მიქუტაძის ადვოკატი, თავის მხრივ, საბრალდებო დასკვნაში ასახული ცხრავე ეპიზოდის გაუქმებას ითხოვს.