ირაკლი დგებუაძემ და იოსებ სიგუამ შსს-ში თანამდებობები გაცვალეს
შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. ირაკლი დგებუაძე დაინიშნა შსს-ს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსად, ხოლო იოსებ სიგუა გახდა შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი.
ირაკლი დგებუაძე 2022 წლიდან ბათუმის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო. 2025 წლის სექტემბერში მან ეს თანამდებობა დატოვა და გახდა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის კრიმპოლის საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის უფროსი. ამ თანამდებობაზე მუშაობის შემდეგ, ის გახდა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი.
მზია ამაღლობელის საქმეში ირაკლი დგებუაძე დაზარალებულად იქნა ცნობილი. მოსამართლემ მზია ამაღლობელს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნისთვის 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ ამაღლობელს ბრალდება პოლიციის მუშაკისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით გადაუკვალიფიცირა, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლას გულისხმობს.