← მთავარი
სამართალი

პარლამენტმა სიჩქარის გადაჭარბებისთვის დაწესებული ჯარიმა შეამცირა

25 ივნისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
პარლამენტმა სიჩქარის გადაჭარბებისთვის დაწესებული ჯარიმა შეამცირა

გზაზე დადგენილი სიჩქარის 15 კმ/სთ-ზე მეტით გადაჭარბებისთვის (არაუმეტეს 30) ჯარიმა 100 ლარის ნაცვლად 50 ლარი გახდება;უფრო მაღალი სიჩქარით სიარულისთვის მძღოლი 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმდება;სიჩქარის 50 კმ/სთ-ზე მეტით გადაჭარბებისთვის ჯარიმა კვლავ 400 ლარი იქნება;თუ სიჩქარის გადაჭარბების გამო ავარია მოხდა - ჯარიმა 400 ლარი იქნება.კანონპროექტი ამოქმედდება “საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნებისთანავე.ის რეგულაციები, რომლებიც ბოლო პერიოდში მოქმედებდა, „ქართულმა ოცნებამ“ რამდენიმე თვის წინ მიიღო - წესები კი 1 მაისიდან ამოქმედდა.

← მთავარი