თბილისის ზღვის სიახლოვეს 25 წლის ნუკრი კოხუაშვილის უსიცოცხლო სხეული იპოვეს. ინფორმაციას პოლიცია ადასტურებს.

ახალგაზრდის გვამი ადგილობრივებმა შემთხვევით აღმოაჩინეს და სამართალდამცავებს აცნობეს. ადგილზე გამოძახებული გამოძიების ჯგუფი სიკვდილის გარემოებების დადგენას შეუდგა.
პოლიციის ცნობით, ამჟამად ვერსიები შემუშავებულია, მათ შორის განხილულია როგორც უბედური შემთხვევის, ისე დანაშაულის ვარიანტი. გამოძიება გრძელდება.