სამართალი
რუსთავში ჩხუბის შემდეგ გარდაცვლილი კაცის საქმეზე 4 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მეშვეობით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, 4 პირი ბრალდებულად დააკავა.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ფიზიკურად იძალადა კაცზე. დაპირისპირების შედეგად მამაკაცი წაიქცა, თავის არეში დაზიანება მიიღო და ადგილზევე გარდაიცვალა. პოლიციამ ერთი ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულის თანმხლებმა პირებმა ფიზიკურად გაუსწორდნენ გარდაცვლილის მეგობრებს. საქმეში ამ პირებიც ბრალდებულად შედიან. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, სიკვდილი) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.