← მთავარი
სამართალი

"სამარშუტო მიკროავტობუსიდან ნივთების მოპარვას ცდილობდნენ" – შსს-მ 2 პირი დააკავა

10 ივლისი, 2026 · წყარო: tabula.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსთავში წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქურდობის მცდელობის ბრალდებით, წარსულში ამავე დანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 2 პირი დააკავეს.

“ბრალდებულები, რუსთავში, მოქალაქის კუთვნილი სამარშუტო მიკროავტობუსიდან ნივთების მოპარვას ცდილობდნენ. ოპერატიული რეაგირების შედეგად, სამართალდამცველებმა ორივე მათგანი დანაშაულის ჩადენის ადგილზე დააკავეს”. - წერს უწყება.

მათივე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177 მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

← მთავარი