ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელში 7 წლის ბიჭი ფარუხი 31 მაისს გარდაიცვალა. პოლიციის ინფორმაციით, ბავშვს ბასრი საგნით სხეულის მძიმე დაზიანება მიაყენეს, შემდეგ კი ჰოსპიტალში გარდაიცვალა. 1 ივნისს პოლიციამ დედა დააკავა.
2 ივნისს პროკურატურამ ქალს ბრალდება წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლის პრიმა 109-ე მუხლის (ე) და (კ) ქვეპუნქტების — ანუ სრულწლოვანებამდელი ახლო ნათესავის განზრახი მკვლელობის — ნიშნებით. ეს დანაშაული 20 წლიდან უვადო პატიმრობამდე ისჯება.
ბრალდებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაენიშნა.