გარდაბანის ავარიაში 7 ახალგაზრდა დაიღუპა — 4 მათგანი ადგილობრივი მასწავლებლის ყოფილი მოსწავლეა
14 მაისს, დილით, გარდაბანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბირლიკში BMW-ს მარკის ავტომობილი დიდი სიჩქარით ხეს დაეჯახა. მანქანა ნაწილებად დაიშალა. 7 ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა, ერთი კი მძიმე მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს.
გარდაცვლილები არიან: ძმები ამილ და ქამილ ალიევები; ძმები ალილ და საჰილ ჯალილოვები; 17 წლის სპორტსმენი ჯალილ მასიმოვი; თურაჯ ბაირამოვი და ელთაჯ ბაირამოვი. თვითმხილველების ცნობით, ახალგაზრდები კახეთიდან, მეგობრის დაბადების დღიდან ბრუნდებოდნენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ მანქანა 240 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა.
ალიევების ოჯახის ყოფილი პედაგოგის ცნობით, ძმები ქამილი (19 წლის) და შამილი (17 წლის) ობლები იყვნენ — მშობლები ადრე გარდაეცვალათ; ბებია-ბაბუა ზრდიდათ. „ბიჭებს ყველა ძალიან უყვარდა. ყოველთვის თავაზიანები, მოწესრიგებულები იყვნენ,” — განაცხადა პედაგოგმა.
ადგილობრივი მასწავლებელი სოციალურ ქსელში წერს: „ნელ-ნელა გამოვდივარ შოკიდან. დაღუპულებიდან 4 ჩემი ყოფილი მოსწავლეა. ძალიან საშიში გახდა გარდაბანში მანქანის ტარება — კი არა, ქვეიოთ სიარულიც. ძალიან გახშირდა საგზაო ავარიების რაოდენობა.”