სამართალი
ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი სამი უცხო მოქალაქე ბათუმში დააკავეს
შს სამინისტრომ ინტერპოლის წითელი ცირკულარით თაღლითობისთვის ძებნილი სამი უცხო მოქალაქე — პოლონეთის ერთი და თურქეთის ორი — ბათუმში დააკავა.
პოლონეთის მოქალაქის დაკავების შესახებ შსს-მ 15 მაისს განაცხადა; თურქეთის ორი მოქალაქე 14 მაისს დააკავეს. სამინისტროს ცნობით, თურქი მოქალაქეები საქართველოს საზღვარი ძებნის გამოცხადებამდე გადმოკვეთდნენ.
ამჟამად ყველა სამი დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.