← მთავარი
სამართალი

საპროცესო გაუფორმდა დემონსტრანტ თამარ ლორთქიფანიძეს, რომელიც პოლიციის ავტომობილზე ავიდა

30 ივნისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
საპროცესო გაუფორმდა დემონსტრანტ თამარ ლორთქიფანიძეს, რომელიც პოლიციის ავტომობილზე ავიდა

საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა დემონსტრანტ თამარ ლორთქიფანიძეს, რომელიც გასული წლის ოქტომბერში თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციის ავტომობილზე ავიდა.

ბრალის აღიარების სანაცვლოდ, საპროცესო შეთანხმება ბრალდებულსა და პროკურატურას შორის თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 30 ივნისს, გაფორმდა.

შეთანხმების მიხედვით, თამარ ლორთქიფანიძეს მიესაჯა 1 წლით პატიმრობა, ხოლო 3 წლის ვადით პირობითი მსჯავრი. სასჯელის ათვლა დაიწყო დაკავების მომენტიდან, შესაბამისად საპატიმროს იგი 4 თვეში დატოვებს.

თამარ ლორთქიფანიძე 2025 წლის 22 ოქტომბერს დააკავეს, ამ დრომდე ის რუსთავის ქალთა მე-5 დაწესებულებაში წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

რას ედავებოდნენ თამარ ლორთქიფანიძეს

პროდასავლური აქციების აქტიური მონაწილე თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე, ხულიგნობის მუხლით დააკავეს. შემდეგ მას ედავებოდნენ:

ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმას, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

ბრალდების მხარის ინფორმაციით, თამარ ლორთქიფანიძემ ტაქსის მძღოლს სახის არეში დაარტყა, რის შედეგადაც დაზარალებულმა დაზიანება მიიღო. ის ასევე თავს დაესხა და დააზიანა პოლიციის ავტომანქანა - ზარალმა კი 3300 ლარი შეადგინა.

მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.

ასევე ნახეთ

გინახავთ სხვა დროს აქციაზე? - ვინ არის ქალი, რომელიც პოლიციის მანქანაზე ავიდა

← მთავარი