← მთავარი
სამართალი

მინდია შერვაშიძემ ციხე დატოვა, ის თანამესაკნეებისთვის შეძახილების გამო 500 ლარით დააჯარიმეს

1 ივლისი, 2026 · წყარო: tabula.ge
მინდია შერვაშიძემ ციხე დატოვა, ის თანამესაკნეებისთვის შეძახილების გამო 500 ლარით დააჯარიმეს

ქართული ოცნების მხარდამჭერ ბექა გოცირიძეზე ჯგუფური ძალადობის საბაბით მსჯავრდებულმა მინდია შერვაშიძემ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. მან თანასაკნელებს - რეზო კიკნაძესა და ირაკლი ნადირაძეს ციხის გარედან დაუძახა, რისთვისაც 500 ლარით დააჯარიმეს. 

სააპელაციო სასამართლომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს სასჯელის ვადა შეუმცირა და გაათავისუფლა.

უწყვეტი საპროტესტო აქციების ორი მონაწილე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით გასული წლის 16 აგვისტოს დააკავეს.

შსს-ს განცხადებით, მინდია შერვაშიძემ და თორნიკე თოშხუამ ყოფილ ფეხბურთელსა და ქართული ოცნების მხარდამჭერზე, ბექა გოცირიძეზე ჯგუფურად იძალადეს.

რეჟიმმა 1 აპრილს მათ 1 წლით პატიმრობა მიუსაჯა, შესაბამისად, მათ საპატიმრო აგვისტოში უნდა დაეტოვებინათ.

← მთავარი