← მთავარი
სამართალი

ბათუმში უკრაინისა და თურქეთის მოქალაქეები მეთადონის მფლობელობისა და გასაღების ბრალდებით დააკავეს

25 მაისი, 2026 · წყარო: newposts.ge
ბათუმში უკრაინისა და თურქეთის მოქალაქეები მეთადონის მფლობელობისა და გასაღების ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ხელშეწყობის ბრალდებით, ბათუმში უკრაინისა და თურქეთის მოქალაქეები დააკავეს.

დაკავებულების პირადი ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი” ამოიღეს. სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკი ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისასაც აღმოაჩინეს, ასევე ნარკოტიკის დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

← მთავარი