დარახველიძე: სამმართველომ რეაგირება მოახდინა ლანძღვა-გინებაზე, რაც ბოლო პერიოდში შემცირდა
თითქმის ყველა განცხადება, რომელზეც მოხდა რეაგირება, ეს იყო ლანძღვა-გინება, უხამსობები. შეიძლება ადამიანმა გააკრიტიკოს კონკრეტული პოლიტიკა და პოლიტიკური გადაწყვეტილები, მაგრამ აქ არის ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად უხამსობა, ლანძღვა-გინება, შეურაცხმყოფელი გადაკიდება. გამოითქვა მოსაზრება, რომ სამმართველო მარტო ერთი კონკრეტულ მხარის სასარგებლოდ მოქმედებს. კარგად ნახეთ, რომ დაჯარიმდნენ ადამიანები, რომლებმაც მაგალითად, კონკრეტული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მიმართ გამოიჩინეს შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება და გამოხატეს საკუთარი პოზიცია საჯარო სივრცეში… ეს გამოხატვა არ უნდა ლახავდეს სხვა ადამიანის ღირსებას. […] როგორც კი სხვა ადამიანის ღირსებას ლახავს, ეს არის ლანძღვა-გინება და ეს ყველაფერი არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ბუნებრივია, ჩვენი ვალდებულებაა, მოვახდინოთ რეაგირება. ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად შემცირდა ასეთი ქმედებები.