სამართალი
სიმღერის შეკვეთის გამო დაწყებული უთანხმოება და დაჭრა მარნეულში
სიმღერის შეკვეთის გამო დაწყებული უთანხმოება და დაჭრა მარნეულში
კრიმინალი • 5:35
მარნეულში დაპირისპირებისას ორი მამაკაცი დაიჭრა - ინფორმაციას MarneuliNews.ge ავრცელებს.გამოცემის თქმით, ინციდენტი 13 ივნისს, საღამოს მოხდა. MarneuliNews.ge-ს ცნობით, არსებული ინფორმაციით, ქორწილამდე ერთი დღით ადრე გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე, მუსიკის შეკვეთასთან დაკავშირებით მხარეებს შორის უთანხმოება წარმოიშვა.მოგვიანებით, სიტყვიერი დაპირისპირება სისხლიან ინციდენტში გადაიზარდა. ორმა შუახნის მამაკაცმა ერთმანეთი დანით დაჭრა. გაირკვა, რომ ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა
მძიმეა, მეორის კი - სტაბილური.