← მთავარი
სამართალი

თორნიკე თოშხუა თავისუფალია, მინდია შერვაშიძე ციხეს რამდენიმე საათში დატოვებს

1 ივლისი, 2026 · წყარო: tabula.ge
თორნიკე თოშხუა თავისუფალია, მინდია შერვაშიძე ციხეს რამდენიმე საათში დატოვებს

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თორნიკე თოშხუა თავისუფალია, მინდია შერვაშიძე კი ციხიდან რამდენიმე საათში გათავისუფლდება.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში ადვოკატი ომარ ფურცელაძე აქვეყნებს.

მოსამართლემ მსჯავრდებულები კვლავ დამნაშავედ ცნო, თუმცა სასჯელის ვადა შეუმცირა.

შეგახსენებთ, რომ 16 აგვისტოს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის 2 მონაწილე დააკავეს.

შსს-ს განცხადებით, მინდია შერვაშიძემ და თორნიკე თოშხუამ ყოფილ ფეხბურთელსა და ქართული ოცნების მხარდამჭერზე, ბექა გოცირიძეზე ჯგუფურად იძალადეს.

რეჟიმმა 1 აპრილს მათ 1 წლით პატიმრობა მიუსაჯა, შესაბამისად, მათ საპატიმრო აგვისტოში უნდა დაეტოვებინათ.

მინდია შერვაშიძეს და თორნიკე თოშხუას 1 წლით პატიმრობა შეეფარდათ

← მთავარი