სამართალი
ლევან ახობაძის ადვოკატი ყოფილი ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი რაჟდენ კუპრაშვილი გახდა
ქრთამის განსაკუთრებით დიდი ოდენობით აღების ბრალდებით დაკავებული ლევან ახობაძის — გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილის — ადვოკატი ანტიკორუფციული ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი, რაჟდენ კუპრაშვილი გახდება. ეს ინფორმაცია კუპრაშვილმა ტვ პირველს დაუდასტურა.
„დიახ, საადვოკატო საქმიანობას დავუბრუნდი… ლევან ახობაძე დღეს საკუთარ სახლში დააკავეს,” — განაცხადა კუპრაშვილმა.
შეგახსენებთ: ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელობა მიმდინარე წლის 2 მარტს ირაკლი კობახიძის მთავრობამ გააუქმა. ბიუროს ვალდებულებები სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცა და კუპრაშვილმა ამ გადაწყვეტილების შედეგად თანამდებობა დატოვა.