← მთავარი
სამართალი

"ამბობენ, რომ პედლები აერია..." - დადიანზე მომხდარი ტრაგედიის დეტალები: ცნობილი ხდება ქალის ვინაობა, რომელიც ტროტუარზე ჯიპმა იმსხვერპლა

2 ივლისი, 2026 · წყარო: ambebi.ge

ფოტოკოლაჟზე: გარდაცვლილია მიმი კაზალიკაშვილი

ძალიან ბევრი ადამიანი შეძრა სოციალურ ქსელში გავრცელებულმა უმძიმესმა კადრებმა,რომელშიც ჩანს, როგორ დაეჯახა ტროტუარზე მიმავალ ქალს ავტომობილი. გავრცელებული ინფორმაციით, ფაქტი რამდენიმე დღის წინ, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მოხდა. ქალი ტროტუარზე მოძრაობდა, როდესაც ტროტუარიდანვე დაძრული მანქანა მას დაეჯახა და იქვე მდგარ მეორე ავტომობილს მიაჯახა. სამწუხაროდ, ქალმა უმძიმესი დაზიანებები მიიღო და გარდაიცვალა.კადრები, როგორც ჩანს, სათვალთვალო კამერით არის გადაღებული. მასში ჩანს, რომ ჯიპის მძღოლი ქალია. ამ საშინელ ფაქტს ბევრი თვითმხილველი ჰყავს. შსს-ში ამბობენ, რომ შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა, ავტომობილის მძღოლი უკვე დაკავებულია, გამოძიება კი სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, მანქანას, რომელიც ქალს დაეჯახა, რუსული ნომრები ჰქონდა.

“ნახალოვკაში”, ცოტნე დადიანზე, სამშობიაროსთან მოხდა ეს საშინელი ფაქტი - 21 ივნისს, სილამაზის სალონის წინ. ქალი ტროტუარზე მოძრაობდა, როცა გაუსწორდა იმ გაჩერებულ მანქანას, უცებ დაძრა საჭესთან მყოფმა ჯიპი, დაეჯახა და იქვე მდგარ “ტესლაზე” მიასრისა. რუსების ავტომობილი იყო, რუსული ნომრებით, საჭესთან ქალი იჯდა… ამბობდნენ, რომ თითქოს პედლები აერია და გაზს დააჭირა და მერე დაიბნა.

თითქოს ცოცხალი იყო საწყალი ქალი, სასწრაფოც მალე მოვიდა, მაგრამ უკვე ნათელი იყო, რომ ვერ გადარჩებოდა…

იმედია, ამის ჩამდენი მკაცრად დაისჯება. ადამიანს ტროტუარზეც ვერ გაუვლია. უნდა აკრძალოს პოლიციამ ტროტუარზე მანქანის დაყენება. მძღოლს გაქცევა არ უცდია, პოლიცია რომ მოვიდა, იქ დახვდა და ალბათ, დააკავებდნენ”, - ამბობს ჩვენთან საუბარში თვითმხილველი.

როგორც შევიტყვეთ, გარდაცვლილი ქალი, მიმი კაზალიშვილი იქვე ახლოს ცხოვრობდა. გააგრძელეთ კითხვა

← მთავარი