← მთავარი
სამართალი

მოსამართლეს განაჩენის გამოცხადება შეეშალა. სინამდვილეში, ია დარახველიძესაც 5 წელი მიუსაჯა

19 ივნისი, 2026 · წყარო: tabula.ge
მოსამართლეს განაჩენის გამოცხადება შეეშალა. სინამდვილეში, ია დარახველიძესაც 5 წელი მიუსაჯა

მოსამართლე გიორგი გელაშვილს განაჩენის გამოცხადება შეეშალა. როგორც აღმოჩნდა, 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ ია დარახველიძესაც 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ინფორმაცია ტაბულას ადვოკატმა, რევაზ აჭარაძემ დაუდასტურა. 

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ 6 პირს 5 წლით პატიმრობა მიესაჯა, ია დარახველიძეს 3-ით ცნობისთვის, დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის მოვლენების ფარგლებში ბრალდებული 7 პირის განაჩენი გამოცხადდა. ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიას, ზაქრო ალბუთაშვილს, კახაბერ მჟავანაძესა და დავით სტურუას 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, ხოლო ია დარახველიძესთან დაკავშირებით მოსამართლემ 3-წლიანი პატიმრობა გამოაცხადა.

ინფორმაცია ია დარახველიძის ადგილსამყოფელის შესახებ ამ ეტაპზე არ გამაჩნია - პროკურორი დარახველიძე დღევანდელ სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა, სავარაუდოდ, ის საქართველოში არ იმყოფება. როგორც ჟურნალისტებთან საქმის პროკურორმა განაცხადა, მისთვის უცნობია ია დარახველიძის ადგილსამყოფელი.

← მთავარი