← მთავარი
სამართალი

ვარკეთილში პიტბულმა ქალი დაგლიჯა - "დაიცალა ლამის სისხლისგან გოგო"

27 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
ვარკეთილში პიტბულმა ქალი დაგლიჯა -

ვარკეთილში პიტბულმა ქალი დაგლიჯა. შემთხვევა მეოთხე მიკრორაიონში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქალს ოპერაცია ჩაუტარდა. “დაიცალა ლამის სისხლისგან გოგო… ან სად გაიქეცი, როგორ არ მობრუნდი რომ გენახა მოკვდა თუ მორჩა ადამიანი” - მიმართავს დაშავებულის ახლობელი სოციალურ ქსელში ძაღლის მეპატრონეს. ცნობისთვის, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან, საქართველოში „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონის აღსრულება დაიწყო. კანონით გათვალისწინებული ნორმები ძალაში ეტაპობრივად შევა და საკანონმდებლო პაკეტის სრულად ამოქმედება 2028 წლის 1-ელ ივლისამდე პერიოდშია დაგეგმილი. კანონის თანახმად, ცხოველის გასეირნება საბლის ან ალიკაპის გარეშე - 150 ლარი.

ცხოველთან ერთად მგზავრობის წესის დარღვევა - 150 ლარი, აკრძალულ სივრცეში შეყვანა - 50 ლარი.

← მთავარი