ბოლნისის ტრაგედია: 8 წლის ბავშვი ვერ ახერხებდა დედის გადარჩენას
ბოლნისის სოფელ ხახალაჯვარში 42 წლის ქალმა, სვეტლანა ახმადოვამ, 7 წლის ვაჟი, ფარუხ ახმედოვი, მოკლა — შემდეგ კი თვითმკვლეობა სცადა. ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს.
ახლა გასაჯაროებული დეტალებიდან ყველაზე შემზარავია 8 წლის ბავშვის გამოცდილება. უფლებადამცველი სამირა ბაირამოვა წერს:
„8 წლის ბავშვს შეუმჩნევია, რომ დედა დიდი რაოდენობით წამლების მიღებით სიცოცხლის დასრულებას ცდილობდა. პატარა ცდილობდა მის გადარჩენას — უყვიროდა, ბებიას ეძახდა: „დედა თავს კლავსო.” ამ მძიმე წუთებში დედამ ბავშვს გულ-მკერდის არეში მაკრატლით დაარტყა.”
8 წლის ბიჭი ოჯახში უფროსი შვილი იყო; შემთხვევის ადგილზე კიდევ ორი პატარა ბავშვი იმყოფებოდა. მოკლული ფარუხი 7 წლის იყო. ქალი აზერბაიჯანის მოქალაქეა.
სკოლა, სადაც ფარუხი სწავლობდა, შეტყობინებაში წერს: „ფარუხ, ჩვენო საოცარო! ტირის შენი სკოლა!”
AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, ინციდენტის შემდეგ ოჯახის წევრებმა მომხდარის დამალვა სცადეს, მაგრამ ამბავი მალევე ცნობილი გახდა.
საქმე გამოძიებაშია.