ალექსი პეტრიაშვილს 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა — ჯანელიძე: „ქართული ოცნება შიშს ნერგავს”
„რონდელის ფონდის” უფროს მკვლევარს და ყოფილ სახელმწიფო მინისტრს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ალექსი პეტრიაშვილს სასამართლომ 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. საქმე 2025 წლის 17 დეკემბრის საპროტესტო აქციას ეხება.
პეტრიაშვილის შეფასებით, შსს „კომიკურ ბრალდებას — ტროტუარზე დგომას” ედავება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-პრიმა მუხლის თანახმად, ქვეით მოქალაქეთა გადაადგილების ხელოვნური შეფერხება 2-დან 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით ისჯება.
დაკავებას ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი პაპუნა ჯანელიძე ეხმიანება:
„ბუკა პეტრიაშვილი ტროტუარზე დგომისთვის დააკავეს, სტუდენტებს იგივე მიზეზით აკავებენ და საზოგადოების უდიდესი ნაწილი დუმილით ხვდება ამ ფაქტებს. ეს უფრო შითთან შეგუებაა. ქართული ოცნება მეთოდურად და სწრაფი ნაბიჯით აგრძელებს შიშის დანერგვას. ეს შიში კი საზოგადოებას გაანადგურებს, თუ საზოგადოება არ გამოფხიზლდა. აქ აღარ არის გემოვნების საკითხი, ვინ მოგწონს პოლიტიკურად და ვინ არა — ყველა, ვინც არ აპირებს ამ შიშს შეეგუოს, უნდა გაერთიანდეს”, — წერს ჯანელიძე.