← მთავარი
სამართალი

შიდა ქართლის პოლიციის უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა, ბზიშვილი მცხეთაში გადაიყვანეს

24 ივნისი, 2026 · წყარო: tabula.ge
შიდა ქართლის პოლიციის უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა, ბზიშვილი მცხეთაში გადაიყვანეს

საკადრო ცვლილებებია შინაგან საქმეთა სამინისტროში. შიდა ქართლის პოლიციის უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა. თათარაშვილი აქამდე იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა. 

რაც შეეხება შიდა ქართლის პოლიციის ყოფილ უფროსს, სერგი ბზიშვილი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს უფროსად გადაიყვანეს.

ბზიშვილი შიდა ქართლის პოლიციის უფროსად 4 თებერვალს დაინიშნა.  გარდა ამისა, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი მაიზერი ხვარეშია იქნება, რომელიც აქამდე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

← მთავარი