← მთავარი
სამართალი

მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე არჩილ მახარაძე გიორგი სამარღანიშვილმა შეცვალა

9 ივლისი, 2026 · წყარო: on.ge
მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე არჩილ მახარაძე გიორგი სამარღანიშვილმა შეცვალა

მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე არჩილ მახარაძე გიორგი სამარღანიშვილმა შეცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მათი ცნობით, შს მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, პირველ მოადგილე რონი მესხთან ერთად, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა და თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი სამარღანიშვილი წარუდგინა.

გიორგი სამარღანიშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე პოლიციის პოლკოვნიკი არჩილ მახარაძე შეცვალა, რომელიც საქმიანობას შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციაზე გააგრძელებს.

← მთავარი