ხაბეიშვილის ადვოკატი: „ეს დამოუკიდებელ საქართველოში პირველია — ადამიანი სიტყვის გამოა დაპატიმრებული”
„ეროვნული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ სასამართლო სხდომამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს საქმე დამოუკიდებელ საქართველოში ანალოგი არ გააჩნია.
„პირველი პრეცედენტია, რომ ადამიანი — პოლიტიკოსი — დაკავებულია სიტყვისა და პოლიტიკური დაპირების გამო. მოსამართლემ ერთი რამ უნდა გაითვალისწინოს: სისხლის სამართლის საქმე არ არსებობს”, — განაცხადა ტყეშელაძემ.
ადვოკატის თქმით, პროცესი ცხრა თვეა მიმდინარეობს, მაგრამ სასამართლოს საქმე სულ სამი საათი განუხილავს. პროკურატურის ხელთ არსებული მოწმეების უმრავლესობა სასამართლოში საერთოდ არ გამოუძახებიათ, ხოლო ერთადერთი, ვინც მოიყვანეს, „ჯვარედინი დაკითხვისას სამართლებრივ სისულელეებს ამბობდა” — ამის შემდეგ დარჩენილი მოწმეებიც გააუქმეს.
„ლევან ხაბეიშვილი, ნაწამები ადამიანი, შეიძლება ამ პოლიტიკურ სასამართლოშიც კი გამართლდეს — რადგან კანონი ასე ამბობს. ვერც ერთ საზოგადოებაში შეუძლებელია, ადამიანი სიტყვის გამო ისჯებოდეს”, — განაცხადა ადვოკატმა.