სამართალი
4 ოქტომბრის საქმეზე 6 ბრალდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება
თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმება კიდევ 6 ბრალდებულს გაუფორმდება: სერგო მეგრელიშვილს, გიორგი რურუას, გიორგი ქორქიას, ლაშა ივანაძეს, ლევან ჯიქიასა და ხვიჩა გოგოხიას.
დანაშაულის აღიარებისა და მტკიცებულებების გასაჩივრებაზე უარის თქმის შემდეგ ბრალდებულებს სამ წლიანი პირობითი მსჯავრი შეეფარდებათ — სხდომათა დარბაზიდანვე გათავისუფლდებიან.
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე ჯამში 21 დემონსტრანტს სთავაზობს საპროცესო შეთანხმებას.