← მთავარი
სამართალი

ქვემო ფონიჭალაში სროლის შედეგად 3 პირი დაიჭრა

1 ივნისი, 2026 · წყარო: tabula.ge
ქვემო ფონიჭალაში სროლის შედეგად 3 პირი დაიჭრა

ქვემო ფონიჭალაში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიჭრა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუდასტურა.

სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში) და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება).

TV პირველის ინფორმაციით, დაშავებულთა მდგომარეობა სტაბილურია — ისინი სამკურნალოდ კლინიკაში გადაიყვანეს.

← მთავარი