← მთავარი
სამართალი

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

24 ივნისი, 2026 · წყარო: tabula.ge
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულ 12 პირს, სიმონ მახარაძეს, კახაბერ კვაჭანტირაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ თოლორაიას, ავთანდილ თოფჩიშვილს, იური ლომიძეს, დავით გიუნაშვილს, გიორგი ტალახაძეს, ბექა მაჭავარიანს, საბა კორძაიას, გიორგი კირვალიძეს და კობა ეპიტაშვილს პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა.

10 პირი საპატიმროს 4 თვეში დატოვებს, პროკურატურამ მათ ერთწლიანი საპატიმრო და სამწლიანი პირობითი სასჯელი შესთავაზა. ხოლო საბა კორძაიას, რომელიც სხვა სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდებულია, 1.6 წლით საპატიმრო და 3-წლიანი პირობითი მიესაჯა.

აღნიშნულ საქმეზე საპროცესოს გაფორმებაზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა, მანუჩარ მიქელაძემ უარი განაცხადა. მას 5-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს.

ცნობისთვის, აღნიშნულ პირებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-225-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად.

გარდა ამისა, მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც ჰქონდათ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

← მთავარი