ცოტნე გამსახურდიას მეუღლის, ანა ჯაბაურის, მიმართ ადევნების ფაქტზე 56 წლის დავით ერაძე მეორედ დააკავეს. ამის შესახებ „რუსთავი 2” იუწყება.
სასამართლომ ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. ერაძეს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ეს ბრალდებულისთვის განმეორებითი შემთხვევაა: ის იმავე დანაშაულისთვის — ანა ჯაბაურის ადევნებისთვის — სასჯელს უკვე იხდიდა. პენიტენციური დაწესებულება ამ წლის იანვარში დატოვა.