← მთავარი
სამართალი

ვიდეო: პოლიციელი, რომელიც სკოლის მოსწავლეს თითების დამტვრევით და მამის გაუპატიურებით ემუქრებოდა, პატიმრობიდან გაათავისუფლეს - "ტვ პირველი"

14 ივნისი, 2026 · წყარო: newposts.ge
ვიდეო: პოლიციელი, რომელიც სკოლის მოსწავლეს თითების დამტვრევით და მამის გაუპატიურებით ემუქრებოდა, პატიმრობიდან გაათავისუფლეს -

16 წლის არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის საქმეზე დაკავებული პოლიციელი, ლუკა ხურცილავა ციხიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს - ფაქტი “შაბათის ეთერს” მძიმე დანაშაულისთვის დაკავებული ყოფილი სამართალდამცავის მამამ დაუდასტურა.

ხურცილავა TV პირველის ჟურნალისტებმა, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, მაშინ გადაიღეს, როცა ეს უკანასკნელი მეზობლებთან ერთად იმყოფებოდა.

საუბარია 2026 წლის თებერვალში მომხდარ ფაქტზე, როცა არასრულწლოვანი კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა „გადამოწმების მიზნით“ გააჩერეს. მაშინ სკოლის მოსწავლის ოჯახი ამბობდა, რომ 16 წლის ბიჭს აიძულებდნენ ეღიარებინა, თითქოს ნარკოტიკების განთავსებაში იყო ჩართული, მას შემდეგ კი რაც მოზარდმა ცრუ ჩვენების მიცემაზე უარი თქვა, მას თითების დამტვრევითა და პატიმარი მამის გაუპატიურებით აშინებდნენ. პოლიციელების მამხილებელი ჩანაწერი, არასრულწლოვანმა ფარულად გადაიღო.

საზოგადოების დიდი პროტესტის შემდეგ, საქართველოს პროკურატურამ პოლიციელი ლუკა ხურცილავა 2026 წლის 13 თებერვალს დააკავა. საქართველოს პროკურატურაში “შაბათის ეთერს” უთხრეს, რომ პოლიციელის ოჯახმა, უწყებაში ნოტარიულად დამოწმებული  დოკუმენტი წარადგინა, რომ ოჯახს ლუკა ხურცილავასთან პრეტენზია არ აქვს. 16 წლის არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის საქმეზე დაკავებული პოლიციელი, ლუკა ხურცილავა ციხიდან გაათავისუფლეს - ფაქტი “შაბათის ეთერს” მძიმე დანაშაულისთვის დაკავებული ყოფილი სამართალდამცავის მამამ დაუდასტურა.

საუბარია 2026 წლის თებერვალში მომხდარ ფაქტზე, როცა არასრულწლოვანი კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა „გადამოწმების მიზნით“ გააჩერეს. მაშინ სკოლის მოსწავლის ოჯახი ამბობდა, რომ 16 წლის ბიჭს აიძულებდნენ ეღიარებინა, თითქოს ნარკოტიკების განთავსებაში იყო ჩართული, მას შემდეგ კი რაც მოზარდმა ცრუ ჩვენების მიცემაზე უარი თქვა, მას თითების დამტვრევითა და პატიმარი მამის გაუპატიურებით აშინებდნენ. პოლიციელების მამხილებელი ჩანაწერი, არასრულწლოვანმა ფარულად გადაიღო. საზოგადოების დიდი პროტესტის შემდეგ საქართველოს პროკურატურამ მხოლოდ პოლიციელი ლუკა ხურცილავა 2026 წლის 13 თებერვალს დააკავა. ძალადობის საქმეზე ბრალდებული პოლიციელის მამა, კახა ხურცილავა ”შაბათის ეთერთან” ადასტურებს, რომ არასრულწლოვანის ოჯახთან შეთანხმებას მიაღწიეს. მათ საჩივარი გამოიტანეს და პოლიციელიც ამის შემდეგ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. საქართველოს პროკურატურაში ამბობენ, რომ პოლიციელის ოჯახმა, ნოტარიულად დამოწმებული  დოკუმენტი წარადგინა, რომ ოჯახს ლუკა ზურცილავასთან პრეტენზია არ აქვს. ცნობისთვის, არასრულწლოვნის დედა,  კადრების გასაჯაროების დროს ყვებოდა, რომ მასზე ზეწოლა ხდებოდა, რათა პოლიციელისთვის არ ეჩივლა. 16 წლის მოზარდის ოჯახი დღეს მედიასთან აღარ კონტაქტობს. საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი, თბილისში სკოლის მოსწავლის მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზე დაკავებული პოლიციელის ძმა ნიკოლოზ ხურცილავა დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობს.

← მთავარი